ბსუ-ს სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2022

სურათი

2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა საუნივერსიტეტო   სამეცნიერო კონფერენცია  - 2022.  ბსუ-ს სტუდენტმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის 2022 წლის 30 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით portal.bsu.edu.ge-ზე უნდა დაარეგისტრიროს სამეცნიერო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი-გვარი (აკადემიური თანამდებობის მითითებით). კონფერენციაში მონაწილეობა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლია.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 2022 წლის 30 მარტიდან 15 აპრილამდე - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
  • 2022 წლის 15 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით;- სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
  • 2022 წლის 23 ივნისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;
  • 2022 წლის 29 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
  • 2022 წლის 30 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.

საპრიზო კატეგორიები:

  • I ადგილი - 150 ლარი;
  • II ადგილი - 100 ლარი;
  • III ადგილი 50 ლარი.

I, II და III კატეგორიაში გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;
სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.


სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში განსაზღვრული აქტივობები და ვადები:

ა) სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის ( N1 ფორმის შესაბამისად), ნაშრომში პლაგიატის არარსებობის შესახებ სტუდენტის განცხადების (N3 ფორმის შესაბამისად) სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის (რომელიც შეიძლება იყოს სტუდენტის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული აკადემიური თანამდებობის პირი) შესახებ ინფორმაციის ბსუ-ს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის - chancelery@bsu.edu.ge მეშვეობით წარმოდგენა – 2022 წლის 30 მარტიდან - 2022 წლის 5 ივნისამდე;

ბ) სტუდენტთა მიერ ,,ა“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ინფორმაციის და ნაშრომების სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ, სამსახურებრივი ბარათის მეშვეობით, ელექტრონული საქმისწარმოების საშუალებით, სტუდენტთა საკონფერენციო თემის შესაბამისად, ბსუ-ს ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტებისათვის მიწოდება - 2022 წლის 16 ივნისი.

2022 წლის 23 ივნისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;

2022 წლის 29 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;

2022 წლის 30 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
საპრიზო კატეგორიები:

I, II და III კატეგორიაში გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება 2021 წლის ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში;

სხვა მონაწილეებს კი გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სიგელი.

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
  • სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება - ბსუ;
  • ბსუ-ს ფაკულტეტები.
  • ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახური.

კონტაქტი: sss@bsu.edu.ge

 

  სტუდენტური საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი
  კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები
  ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესი
  ფორმა 1. სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა
  ფორმა 2. სტუდენტის განცხადება
  ფორმა 3. მეცნიერ ხელმძღვანელის დასკვნა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა