ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ბიალისტოკის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები, პროფესორები: ოლეგ ლატიშონოკი, რედაქტორი იაროსლავ ივანიუკი, მაჩეი კროტოფილი, დოროტა მიხალუკი, ევგენიუშ მირონოვიჩი, ტომაშ ბლაშჩაკი, მალგოჟზატა ვიეჟხოვსკა ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ. სტუმრებს ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში მიესალმა და ორ ქვეყნას შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში პირველი უკრაინელი დიპლომატის, პირველი კონსულის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს დამაარსებლის (1919-1921 წწ.), ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ პრეზენტაცია გამართეს.
წიგნის წარდგენის შემდეგ, ბსუ-ს პროფესორებმა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს ივან კრასკოვსკის საქართველოში მოღვაწეობის უცნობი მასალები. დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიალისტოკის უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი თანამშრომლობა ივან კრასკოვსკის შესახებ ახალი წიგნის შექმნასთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დელეგაციის წევრებმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |