ღია კარის დღეების ფარგლებში ბათუმის, ქედის, ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგენა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სერვისები, სტუდენტური ცხოვრება, სოციალური და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და საინფორმაციო ბროშურებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
უკან |