გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შჩეცინის უნივერსიტეტში (პოლონეთი). მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 სამუშაო დღეს. მობილობის განხორციელების ვადა - 2022 წლის 30 ივნისი.
მიმართულებები:
- ეკონომიკა
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ტურიზმი და რეკრეაცია
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
- ევროპისმცოდნეობა
- ფსიქოლოგია
- სოციალური მუშაკი
- სოციოლოგია
- არქეოლოგია
- ისტორია
- ფილოსოფია
- პედაგოგიკა
- სპეციალური პედაგოგიკა
- ბიოლოგია
- ტრანსპორტი
საკონტაქტო პირი: Małgorzata Kopalska - malgorzata.kopalska@usz.edu.pl
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია მოიცავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს და არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის პერიოდი: 2022 წლის 4 აპრილი- 18 აპრილი, 18:00 საათი.
საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2022 წლის 19 აპრილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დეტალური ინფორმაცია შჩეცინის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://usz.edu.pl/en/english/
უკან |