ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე „ფრანკოფონია 2022-ის“ დღეების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს, განხორცილებული და მიმდინარე საგანმანათლებლო-კულტურული პროექტები შეაფასეს და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ევროპეისტიკის დეპარტამენტთან ერთად პროექტების განხორციელება და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. ბსუ-ში ასევე ფრანგულ-გერმანული კვირეული ჩატარდება, რომელიც 30 მაისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა „ფრანკოფონია 2022-ის“ ფარგლებში ჩატარებული სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენციისა და ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდების მონაწილეებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი ქეთევან ქურციკიძე, სტაჟიორი საუნივერსიტეტო საკითხებში გაბრიელ რობინო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მარინე გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, „Erasmus+“ -ის კოორდინატორი ბსუ-ში ნანა ყურშუბაძე და პროფესორი ნატალია სურგულაძე.
უკან |