ბსუ-ში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მინი ტურნირის ჩატარებით აღინიშნა. სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით პირველობა გაიმართა ჭადრაკში, შაშში, ბილიარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან აღინიშნება და მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. სპორტული შეჯიბრება ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის ჭადრაკისა და  მკლავჭიდის ფედერაციების მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა