გამოცხადდა კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მიმართულების აკადემიური პერსონალისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მიუნსტერის უნივერსიტეტში (გერმანია) ტრენინგში „გერმანული ენის დიდაქტიკის სასკოლო კონტექსტი“ მონაწილეობისა და დიდაქტიკურ-ინტერკულტურული ტრენინგის ჩატარების მიზნით.
პერიოდი: 25 აპრილი-2 მაისი, 2022 წელი.
მიუნსტერის უნივერსიტეტის ვებგვერდი https://www.uni-muenster.de/Germanistik/Internationales/index.html
მიმართულება - გერმანული ენა;
საკონტაქტო პირი: Albina Haas - erasgerm@uni-muenster.de
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია მოიცავს მგზავრობისა და დღიურ ხარჯებს და არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის პერიოდი: 2022 წლის 11 აპრილი - 15 აპრილი, 18:00 საათი.
საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-1.php
და დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2;
- Europass CV (ინგლისურ/გერმანულ ენაზე );
- მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე/გერმანულ);
- რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ/გერმანულ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
- საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
- გასაუბრება ბსუ-ს კომისიის წევრებთან - 2022 წლის 18 აპრილი, 11:00 სთ;;
- გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |