კონკურსი შოთა რუსთაველისა და ხუსეინ ნაკაიძის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

სურათი

გამოცხადდა კონკურსი ბსუ-ს შოთა რუსთაველისა და ხუსეინ ნაკაიძის სახელობის საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო, მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო  და სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამების სტუდენტებს. კონკურსანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 28 აპრილიდან  4 მაისის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (მოდული ,,წერილი კანცელარიას“, რექტორის სახელზე). დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ გაეცანით თანდართულ ბრძანებაში. 

  ბრძანება
  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა