ბსუ-ს დელეგაციის ვიზიტი არდაჰანის უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი  მერაბ ხალვაში, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ კახიძე არდაჰანის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა არდაჰანის უნივერსიტეტის რექტორთან მეჰმედ ბიბერთან, ვიცე-კანცლერთან მუსტაფა ილდიზთან, ფაკულტეტების დეკანებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე რექტორმა მერაბ ხალვაშმა ორ ქვეყანაში არსებულ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ერთობლივი კვლევების  მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და არდაჰანის უნივერსიტეტის რექტორმა მეჰმედ ბიბერმა თანამშრომლობის მემორანდუმსა და ,,Mevlana“-ს გაცვლითი პროგრამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას,  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ტურიზმის მიმართულებით დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების მოწყობა.

ბსუ-ს დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ეწვივნენ უწყვეტი განათლების გამოყენებისა და კვლევის ცენტრს (ARÜSEM), დაათვალიერეს Congress Building მუზეუმი და პლანეტარიუმში (ARÜ) გამართულ ვირტუალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა