ბიომრავალფეროვნების აქტუალურ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, ფლორა-ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ. იმსჯელეს ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებისა და მნიშვნელობის გაზიარებაზე. აღინიშნა, რომ ზღვის ბინადრებისთვის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა ზღვის აკვატორიის ნარჩენებით დაბინძურებაა.

ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობერები- საქართველოს ორგანიზებით, აჭარის ა.რ რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერით გაიმართა.

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით 2000 წელს დაწესდა და ის ყოველწლიურად 22 მაისს აღინიშნება. 2022 წლის მრავალფეროვნების საერთაშორისო  დღის მთავარი მოწოდებაა: ,,შევქმნათ საერთო მომავალი“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა