
25 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია N 55), ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე „საქართველო და ევროპა: ისტორიული კავშირები და თანამედროვეობა“.
მომხსენებლები:
- სულხან სალაძე, იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2018-2020), ძველი ევროპული რუკების და გრავიურების კოლექციონერი - "საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე, წარსულის პარალელები და თანამედროვეობა“
- მალხაზ ნაკაშიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი - „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის ევროპული კონსტიტუციის დაბადება, ბათუმი და ევროპული ღირებულებები“.
ღონისძიება მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროპის და საქართველოს ურთიერთობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
უკან |