ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტს ბორდოს მონტენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ანტუან ერტლე, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი "აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სწავლება"-ოლგა ჟილ-ბელოვა, საფრანგეთის საელჩოს საუნივერისტეტო და სამეცნიერო ატაშე-ნასტასია დომპსი ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ბსუ-ს რექტორის მოადგილეს თამარ სირაძეს და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდნენ.შეხვედრაზე ორ უნივერსიტეტს შორის ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, დაიგეგმა ,,Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კრედიტ მობილობის ამოქმედება და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
უკან |