საჯარო ლექცია „საქართველო და ევროპა: ისტორიული კავშირები და თანამედროვეობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველო და ევროპა: ისტორიული კავშირები და თანამედროვეობა“. იურისტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ (2018-2020), ძველი ევროპული რუკების და გრავიურების კოლექციონერმა სულხან სალაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე - „საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე, წარსულის პარალელები და თანამედროვეობა“, ხოლო ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ - „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის ევროპული კონსტიტუციის დაბადება, ბათუმი და  ევროპული ღირებულებები“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროპის და საქართველოს ურთიერთობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა