სკოლის მოსწავლეებისათვის ბსუ-ში ქიმიის ფესტივალი გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ქიმიის ფესტივალი გაიმართა. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული გამოფენა მოაწყვეს. ბათუმისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღეს ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში. ქიმიის ფესტივალი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად  „ბსუ ბენდი“ აფორმებდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა