ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის „იდეატორთა კლუბის“ „წლის იდეატორის“ გამარჯვებული მე-14 საჯარო სკოლის პროექტია

სურათი

მე-14 საჯარო სკოლის პროექტი „მომავლის ხიდი“ ბსუ-ს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ,,იდეატორთა კლუბის“ ,,წლის იდეატორის“ გამარჯვებულია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე  ჟიურიმ ბათუმის ექვსი საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტები განიხილა  და გამორჩეული ნამუშევრის იდეის ავტორი კლუბის „წლის იდეატორი“ გამოავლინა.  „მომავლის ხიდის“ პროექტზე მე-14 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები: თათია დიასამიძე, ნიცა კონცელიძე, მარი ბაკურიძე, ლიკა ბერიძე, სარა გურგენიძე და მარი შონია ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ჟიურიმ ასევე, ,,წლის იდეატორთან’’ ერთად გამოავლინა ყველაზე ,,ინოვაციური“, ,,პრაქტიკული“, ,,მდგრადი“, ,,კრეატიული“ და ,,შემოქმედებითი“ პროექტები.

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს, ხოლო პროექტში მონაწილე სკოლებს ბსუ-მ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ,,იდეატორთა კლუბის“ ფარგლებში მრავალფუნქციური პრინტერები გადასცა.

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია „იდეატორთა კლუბის" ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას.

 „იდეატორთა კლუბის“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა ექვსმა ბიზნეს-ლიდერმა. ესენია: ბაზისბანკი, სამშენებლო კომპანიები  შპს „ჰორიზონ ჯგუფი“ და შპს „ანაგი“, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, აჭარის საექთნო ასოციაცია, კლინიკა „ჰელსი“ და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელი. 2022 წლის მარტის თვიდან იდეატორთა კლუბები ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა. ესენია: ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლა.

იდეატორთა კლუბი მოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა. იდეატორთა კლუბები ხელს შეუწყობს ინოვაციებს და უბიძგებს ბავშვს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს. კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატია გუნდური პროექტის განხორციელება. მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იდეების გენერირება წარმოადგენდა.

კლუბები სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მათში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მსურველი მოსწავლეები გაერთიანდნენ. კლუბების ამოქმედებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები/ პროგრამის ტრენერები და მოხალისე სტუდენტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა