შეხვედრა „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ წარმომადგენლებთან

სურათი

ბსუ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ხელმძღვანელი ნენსი პარქსი და მასწავლებლის მომზადების პროგრამის დირექტორი მანანა რატიანი. შეხვედრაში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ტრენერებთან ერთად, ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ღლონტი და საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე შაინიძე მონაწილეობდნენ. პროგრამა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ერთ-ერთია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების მხარდაჭერა და აკრედიტაციისთვის მომზადებაში დახმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, როგორც ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში განსახორციელები ცვლილებები, ასევე საბაზო სკოლებთან თანამშრომლობის და პედაგოგიური პრაქტიკის კომპონენტის განხორციელების დეტალები. „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ტრენერებმა ისაუბრეს როგორც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ლიდერ მასწავლებელთა მცირე ჯგუფებთან ჩატარებული ქოუჩინგის სესიების, ასევე აჭარისა და გურიის საჯარო სკოლების ნაწილში უკვე განხორციელებული საკლასო დაკვირვებების შესახებ. მოხდა არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ანალიზი და პროგრამის სამომავლო გეგმებზე მსჯელობა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აგრეთვე, „იდეატორთა კლუბების“ განმახორციელებელ ბიზნეს პარტნიორებთან. „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ წარმომადგენელი გიორგი ჟვანია შეხვდა ,,ბაზისბანკის“ წარმომადგენელს თამთა ნუცუბიძეს, სამშენებლო კომპანიის  „ჰორიზონს ჯგუფის“ წარმომადგენლებს: ნანა ნაკაშიძეს და ქეთინო ცინცაძეს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის და აჭარის საექთნო ასოციაციის წარმომადგენლებს - თამარ მხატვარსა და ინგა კილტავას,  ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების „პროგრესის“ ქსელის წარმომადგენლებს - ნინო ჩიკვაშვილსა და მაკა კაჭკაჭიშვილს.

შეხვედრის მონაწილეებმა, კლუბების მუშაობის შეჯამებასთან ერთად, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს და კლუბების გაფართოების ალტერნატიულ საშუალებებზე იმსჯელეს. სტუმარმა მოისმინა ბიზნეს-ლიდერების მოსაზრებები ბათუმის №1, №4, №14, №15, №16 და №28 საჯარო სკოლების მიერ მომზადებული პროექტების მნიშვნელობასა და დანერგვა-გავრცელების შესაძლებლობებზე. „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ და მათ შორის „იდეატორთა კლუბების“ განხორციელება ბსუ-ში მომავალი სასწავლო წლიდანაც იგეგმება.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა