ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები

სურათი

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" (ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში) და იურიდიული დახმარების სამსახური (LAS) აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის საინფორმაციო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ - ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები.  ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს/აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს, გაიღრმაონ სამართლებრივი ცოდნა (განსაკუთრებით: ქალთა უფლებების, ბავშვის უფლებების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ), რათა უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამა განკუთვნილია აჭარის რეგიონის კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად სწავლობენ: იურიდიულ, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ან სხვა/შესაბამის ფაკულტეტებზე.

პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება:

  • I ეტაპი მოიცავს შერჩეული სტუდენტებისთვის ტრენინგს ბავშვთა უფლებების, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და ქალთა უფლებების შესახებ; ისევე როგორც, საინფორმაციო ხასიათის კარიერულ საუბრებს მოსამართლეებთან, პრაქტიკოს ადვოკატებთან და უფლებადამცველ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ისეთ საკითხებზე როგორიცაა: პროფესიაში შესვლის მოთხოვნები და კრიტერიუმები, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, პროფესიის წინაშე არსებული გამოწვევები, განგრძობადი განათლების საჭიროება და მნიშვნელობა.
  • II ეტაპი გულისხმობს ტრენინგის შემდეგ მომზადებული საინფორმაციო მასალების გაცნობას და იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატების ხელმძღვანელობით აჭარის მოსახლეობასთან მობილური ვიზიტების განხორციელებას. ვიზიტის დროს სტუდენტები და ადვოკატები (განვლილი ტრენინგის თემატიკიდან გამომდინარე) გასცემენ კონსულტაციებს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.

 აღნიშნული აქტივობები განხორციელდება 2022 წლის ივნის-აგვისტოში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

  როგორ მიიღო მონაწილეობა?

 დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა (ქართულ ენაზე): https://forms.gle/LDFbgSUdUwXNUuSs9

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 12 ივნისი. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info.rolp@ewmi.org

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა