ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ფარული კენჭისყრა ხუთი დღის განმავლობაში, 6-10 ივნისს ფაკულტეტების მიხედვით მიმდინარეობდა და მასში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 7000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო ორი წლის ვადით 107 წევრით დაკომპლექტდა. 14 ივნისს სტუდენტთა საერთო კრებამ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 89 ხმით ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლიკა დიასამიძე აირჩია.
უკან |