ბსუ-ს იმუნოგენეტიკის ლაბორატორიას ემერიტუს პროფესორ ანზორ დიასამიძის სახელი მიენიჭა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოგენეტიკის ლაბორატორიას ემერიტუს პროფესორ ანზორ დიასამიძის სახელი მიენიჭა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ქორიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, მისმა აღზრდილებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ბსუ-ს ემერიტურ პროფესორ ანზორ დიასამიძის სამეცნიერო-პედაგოგიური ღვაწლი გაიხსენეს და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.

პროფესორ ანზორ დიასამიძის სახელთანაა დაკავშირებული იმუნოგენეტიკის ლაბორატორიის შექმნა, რომელსაც უძღვებოდა მის მიერვე აღზრდილ მკვლევართა ჯგუფთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას რიგი გენეტიკური მარკერების მიხედვით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოპულაციური თავისებურებების შესწავლის მიმართულებით.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანზორ დიასამიძის მეცნიერულ ინტერესთა სფეროში ძირითადი მიმართულება სუბტროპიკულ კულტურათა გენეტიკისა და სელექციის თეორიული საფუძვლების კვლევა და ფორმათწარმოქმნის პროცესების რეგულირების მეთოდიკის დამუშავება იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სელექციის ახალი მეთოდების ძიება და დამუშავება ციტრუსოვნებში სელექციური პროცესების დასაჩქარებლად. მეციტრუსეობის პრაქტიკაში მან პირველმა მოახდინა მუტაგენეზისა და სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის მეთოდების შეუღლება. ქიმიური მუტაგენებით დამუშავებული მტვრის გამოყენებით შექმნა მდიდარი გენოფონდი (667 ფორმა), რომელიც საინტერესო მასალას წარმოადგენს შემდგომი სელექციური საქმიანობისათვის.

პროფესორი ანზორ ­დი­ა­სა­მი­ძე 100-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო  ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი­ა, მათ შო­რისაა 10-მდე მო­ნოგ­რა­ფია და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტთათ­ვის შექმნილი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი  გე­ნე­ტი­კა­სა  და ბი­ო­ე­ვო­ლუ­ცი­ა­ში  მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნის პირ­ვე­ლი ცდა იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფესორი ანზორ ­დი­ა­სა­მი­ძე უნი­ვერ­სი­ტე­ტის  წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი­ იყო, უძღ­ვე­ბოდა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ძი­რი­თად დის­ციპ­ლი­ნა­თა კურ­სებს  გე­ნე­ტი­კა­ში, ბი­ო­ე­ვო­ლუ­ცი­ა­ში და სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო დის­ციპ­ლი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ასევე, სამედიცინო ბიოლოგიის კურსს მედიცინის მიმართულების სპეციალობებზე.

ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ანზორ დიასამიძის ინიციატივით გაიხ­სნა წყლის ბი­ო­რე­სურ­სე­ბის, აკ­ვა­კულ­ტუ­რი­სა და ეკო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა. აქედან იღებს სათავეს აჭარაში ჰიდ­რო­ბი­ო­ლო­გიის, იქ­თი­ო­ლო­გიის, ეკო­ლო­გიისა და ზღვის ბიოლოგიის მიმართუ­ლებით კვალიფიციური კადრების მომზადება. ანზორ დიასამიძე იყო აჭარაში უმაღლესი განათლებით სამედიცინო მიმართულებით კადრების მომზადების ერთ-ერთი ინიციატორი და ახალ­გახ­სნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის პირ­ვე­ლი დე­კა­ნი. იგი უან­გა­როდ ახ­მარდა მო­მა­ვალ თა­ო­ბას თა­ვის ნიჭ­სა და ტა­ლანტს. პროფესორ ანზორ დი­ა­სა­მი­ძის  უშუ­ა­ლო ხელ­შეწყ­ო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­მა და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო თუ სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა