მესამე საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

გაეg

გაეროს ბავშვთა ფონდი 20-21 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ეგიდით მართავს მესამე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. კონფერენციაზე განხილული იქნება სახელმწიფო ენების სწავლების და ეთნიკური უმცირესობების განათლების აქტუალური საკითხები. ღონისძიების მიზანია შეიქმნას სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები, რათა დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.  

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს.

ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისა და სასკოლო პროექტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური ნორმების ზეგავლენაზე.

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების  საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

კონფერენცია იწვევს დაინტერესებული პირებს კონფერენციის თეზისების და აგრეთვე სტუდენტებს ესეების წარმოსადგენად.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა იხილოთ დანართი.

თეზისების, სტუდენტური ესეებისა და სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 10 ივლისი, 2022

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწიოთ შემდეგ ვებგვერდებს: www.unicef.org/georgia, www.sjuni.edu.ge

შემდგომი ინფორმაციისთვის დაუკავშირდეთ:

ნათია ჯოხაძე, ელფოსტა: njokhadze@unicef.org

ანასტასია მშვიდობაძე, ელფოსტა:  amshvidobadze@unicef.org


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა