ბსუ-ში ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მამულიშვილის, პოლიტიკური ემიგრანტის ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925წწ.) 175 წლის იუბილე  ბსუ-სა და თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სტუდენტების მონაწილეობით რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. გაიმართა საიუბილეო შეხვედრა და გაიხსნა ცხოვრებისა და ხანგრძლივი საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი გამოფენა.

 გაიხსენეს პიროვნება, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან, ქართულ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან აქტიური თანამშრომლობის ათწლეულები აკავშირებდა. თუ იმპერიის შიგნით ეროვნული ძალების შემაკავშირებლისა და წინამძღოლის ფუნქციას ილია  ჭავჭავაძე ასრულებდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მის ფარგლებს გარეთ ევროპაში, ეს მძიმე და საპასუხისმგებლო მისია სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა იტვირთა.

სამწუხაროდ, ჯერ მეფის რუსეთის, ხოლო 1921 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნილი ქართველი პატრიოტის სახელი, მისი დამსახურებები სამშობლოს წინაშე ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

 სწორედ საზოგადოებაში დიდი მამულიშვილის ცნობადობის ამაღლებას, მისი ღვაწლის სათანადოდ წარმოჩენას ემსახურება ბსუ-ში ღონისძიების გამართვა. იგივე მიზანს ემსახურება ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და ხანგრძლივი საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი გამოფენა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა