
23 ივნისს,12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (32-ე აუდიტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი ლექციას წაიკითხავს თემაზე: „3 000 წლის წინანდელი სამლოცველო მთა ნაზარლებზე“. ლექციაზე საუბარი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, მთა ნაზარლების თხემზე, ერთობლივი ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ახლად აღმოჩენილ, ძალზე საინტერესო არქეოლოგიური ძეგლის (ქრისტემდე XII-X სს.) თაობაზე. წარმოდგენილი იქნება არგუმენტირებული ვარაუდები და დასკვნები აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლის შესახებ და მის მნიშვნელობაზე კავკასიის გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კულტურათა სისტემაში.
უკან |