ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტთა ინიციატივით მანიფესტაცია - ბსუ-ს სტუდენტთა ხმა ევროკავშირს გაიმართა. მანიფესტაცია მიზნად ისახავდა ფართო აუდიტორიისათვის, საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორებისათვის სტუდენტების ევროკავშირში გაწევრიანების მზაობისა და კეთილგანწყობის გაცნობას. მანიფესტაციას ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოსაზრებები და ის გამოწვევები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ღონისძიების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.
უკან |