ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი დავიდ ტერტრი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის ხელმძღვანელი მუჰამედ კეტატა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დავიდ ტერტრმა ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების დეტალებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ბსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საზაფხულო სკოლებში.
უკან |