ბსუ-ში კონკურსი „ჩემი თემა 180 წამში“ გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი ,,ჩემი თემა 180 წამში“ გაიმართა. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფრანგულენოვანმა დოქტორანტებმა აუდიტორიას სამ წუთში წარუდგინეს მკაფიო, ლაკონური და დამაჯერებელი პრეზენტაცია თავისი საკვლევი თემის შესახებ. ჟიურის გადაწყვეტილებით,  საუკეთესოდ თსუ-ს დოქტორანტ ნათია ფაილოძის პრეზენტაცია დასახელდა, მეორე ადგილი თსუ-ს დოქტორანტ ქეთევან კუსიკაშვილს ერგო და მესამე ადგილი - ბსუ-ს დოქტორანტ ანა კალანდიას.

კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF-ის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა