- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და ბსუ-ს ,,სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს.
- კონკურსანტმა 2022 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 11 ივლისის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტორნული ფოსტის (Info@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (სტაჟირების გავლის წესით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთავრებულმა - დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;
ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ვ) სამოტივაციო წერილი.
- შერჩეულმა სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში უნდა შეასრულონ ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.
- კონკურსის წესით შეირჩეს 4 სტაჟიორი, შერჩეულმა კანდიდატებმა ერთი თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურების გარეშე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში.
- სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვროს წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება) და მათზე გაიცეს სერტიფიკატები.
- წარმატებული სტაჟიორების კონტრაქტით დასაქმების შემთხვევაში, ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას თან ერთვის:
ა) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულება (დანართი 1);
ბ) ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის პერსონალი სამუშაო აღწერილობა (დანართი 2);
გ) ,,ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ" ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 29 ივნისის N 01-10/71 ბრძანება (დანართი 3);
დ) სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 4).
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
უკან |