ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია  ეწვია. დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიკა ჩხარტიშვილს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ. ასევე ისაუბრეს  ორ ქვეყანაში არსებულ სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე და ერთობლივი კვლევების  მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჰუსნუ კაფუმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევრებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, სემინარები და საზაფხულო სკოლები.  მხარეები შეთანხმდნენ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის/პუბლიკაციების გაცვლასა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მენეჯმენტის გამოცდილების გაზიარებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და დელეგაციის წევრები: ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ენგინ კილიჩი, უცხოეთთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰაჯალი ნეჯეფოღლუ, პროფესორი როინ ყავრელიშვილი, ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მითათ დურმუში, პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურათ დაშთანი და სარიყამიშის უმაღლესი პროფესიული სკოლის დირექტორი პროფესორი მეჰმეთ ყარაბაირი. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა