ბსუ-ში „ინტელექტუალური ვიქტორინის“ 2022 წლის გაზაფხულის სეზონის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ვიქტორინის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა მიმართა და წარმატებები უსურვა. გაზაფხულის სეზონში მონაწილე 27 გუნდიდან 10 ფინალისტი გუნდი გამოიკვეთა. პირველ ადგილზე გუნდი „ავე“ გავიდა, მეორე ადგილზე - „უქიმერიონი“ და მესამე ადგილზე - „უნიჭო შოთელები ანუ ტიან-შანი“.
აღსანიშნავია, რომ სამივე წინა სეზონის გამარჯვებული გუნდია და როგორც შემოდგომის სეზონზე, ამჯერადაც საბოლოო შედეგი ერთმა ქულამ გადაწყვიტა. გამარჯვებულ გუნდს „ავე“ ბსუ-ს ფაბლაბის მიერ დამზადებული თასი გადაეცა, ხოლო ფინალისტ გუნდებსა და მხარდამჭერებს - სიგელები. ვიქტორინის პროცესში ჩართული იყვნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და ინტელექტუალური კლუბის „რა, სად როდის“ წამყვანი წარმომადგენლები ბათუმიდან და თბილისიდან.
„ინტელექტუალური ვიქტორინის“ იდეის ავტორი და წამყვანია ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი, ხოლო ორგანიზატორი - კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.
უკან |