ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსებით, 2022 წლის 2-4 დეკემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - IV“ (პირველი კონფერენცია ჩატარდა 2009 წ., მეორე - 2014 წ., მესამე-2018 წ.)
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 1. მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევები; 2. კორპუსლინგვისტიკა; 3. დიგიტალური ჰუმანიტარია; 4. ლინგვოკულტუროლოგიური კვლევები; 5. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა; 6. საქართველო და გარესამყარო (ისტორია-არქეოლოგია); 7. ინტერკულტურული ფილოსოფიის ახალი პარადიგმები.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და 2022 წლის 10 სექტემბრამდე მითითებულ ელფოსტაზე გადმოგვიგზავნოთ თანდართული განაცხადის ფორმა და მოხსენების აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
ელფოსტა: humanities@bsu.edu.ge
მოთხოვნები აბსტრაქტის გაფორმებისთვის: მაქსიმუმ 300 სიტყვა, შრიფტი- Sylfaen, ზომა-12, ინტერვალი-1,5.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები განთავსდება სამეცნიერო ღია ბაზაში და მიენიჭება ინდივიდუალური კოდი (DOI).
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა: 100 ლ (ანგარიშის ნომერი გამოქვეყნდება მოხსენებების მიღების შემდეგ)
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შერჩეული მოხსენებების სია და წინასწარი პროგრამა გამოქვეყნდება 10 სექტემბრის შემდეგ.
განაცხადიII-ცირკულარული-წერილი-11.10.2022
III-ცირკულარული-წერილი-27.11.2022
პროგრამა
უკან |