ტრენინგების ციკლი ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების მიმართულებით

სურათი

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მონაწილეობს ტრენინგების ციკლში ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების მიმართულებით. პირველ ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა ტრენინგები სწავლების უნივერსალურ დიზაინთან, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმისა  და ამ კურიკულუმის საფუძველზე მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებს გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

ივნისი-ივლისის თვეში ჩატარდება ტრენინგი შემდეგი მიმართულებით: კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, ფსიქოლოგისა და სოციალური  მუშაკის როლი უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაში, პოზიტიური მშობლობა და პლატფორმა CK12.

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტებში არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რათა უნივერსიტეტი გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა