ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა, რექტორის მოადგილეებმა: თამარ სირაძემ და ანზორ ბერიძემ, ფაკულტეტის დეკანებმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს, გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 57 საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტი ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორებს რეკომენდაცია მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის 19 სექციაში 200-მდე სტუდენტმა 160 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინა. საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტების მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.
„სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2022“ ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |