„Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის LoveDistance-ს კონსორციუმის შეხვედრა თელავივში

სურათი

3-17 მარტს ისრაელში, თელავივში „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის სამივე პარტნიორი ორგანიზაცია - ლევინსკის განათლების კოლეჯი, ონოს აკადემიური კოლეჯი და თელავივის უნივერსიტეტი მასპინძლობდა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შეჯამება და მიმდინარე პროცესების განხილვა როგორც შინაარსობრივ, ასევე მენეჯმენტის ჭრილში. შეხვედრაში ბსუ-დან პროექტში ჩართული პერსონალი - ნანა მაკარაძე, ირაკლი კორძაია, ამირან შარაძე და ნინო მიქელაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პილოტირებული კურსები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური კურსების ხარისხის შეფასების ფორმებსა და მოდელებზე. სამომავლოდ დაგეგმილია ერთიანი ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც ყველა პარტნიორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვიზიტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ჰიბრიდული კონფერენცია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით.  ვიზიტის ბოლო დღე დაეთმო პროექტის მენეჯმენტის საკითხების განხილვას და სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას.

ბსუ-ში 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში 2 სასწავლო კურსის პილოტირება განხორციელდა. პილოტირების პროცესი გაგრძელდება 2022-2023 სასწავლო წელსაც. გარდა ამისა, დაიგეგმა ბსუ-დან პროექტის განმახორციელებელი პერსონალის მიერ ტრენინგების ჩატარება როგორც უნივერსიტეტის პერსონალის, ასევე სკოლების მასწავლებლებისა და პროექტის სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.

პროექტის LoveDistance მიზანია, გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის გასააქტიურებლად.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებით; პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული მომზადების ხელშეწყობა, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; ცნობადობის გაზრდა დისტანციურ სწავლებასა და მის მნიშვნელობაზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან, ასევე რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).

პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა