ბსუ-ში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია გახსნა და  მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა. ინოვაციების ლაბორატორია ბსუ-ს სტუდენტებს დაეხმარება, მოამზადონ და განახორციელონ ინოვაციური პროექტები მრეწველობის და ბიზნესის სექტორისთვის, ასევე შესთავაზებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიას ორმხრივად სასარგებლო სერვისებს, მრეწველობის სექტორს - მოკლევადიან სასწავლო კურსებს, პერსონალის შესაძლებლობის გაძლიერებისთვის; სტუდენტებს  - სხვადასხვა პროგრამულ პაკეტებს და სივრცეს პროექტების შემუშავებისა და მათი რეალიზაციისთვის.

ინოვაციების ლაბორატორია პროექტის: „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ გაიხსნა. ლაბორატორიისთვის მაღალი წარმადობის კომპიუტერები, ტელევიზორი და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები შეძენილია „ერაზმუს+“-ის HEIn4 პროექტის ფარგლებში.  

პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით - HEIn4“ მიზანია უნივერსიტეტის როლის გაძლიერება მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პროცესის განხორციელებაში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს აღნიშნულ ლაბორატორიასა და სააგენტოს ფაბრიკალურ ლაბორატორიებს შორის  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ლაბორატორიის ვებგვერდზე (https://hein4.bsu.edu.ge) განთავსებულია  პროექტის ფარგლებში შემუშავებული მოკლევადიანი კურსების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა, რომელიც პერიოდულად შეივსება და განახლდება პარტნიორი დაწესებულებების ინტერესების შესაბამისად.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა