ბსუ-ს ფრანგული უმაღლესი პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი როსტან მედი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგული უმაღლესი პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი როსტან მედი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმარმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. ფრანგული უმაღლესი პოლიტიკური სწავლების სკოლა სპეციალიზებულია საჯარო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის მეცნიერებებში, მათ შორისაა მედია და კომუნიკაცია. შეხვედრაზე დაიგეგმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მემორანდუმის გაფორმება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა