სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო  სუბსპეციალიზაციის პროგრამაზე ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (ხანგრძლივობა - 3 თვე). კონკურსანტთა განცხადებები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს 2022  წლის 1 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბსუ–ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია).                                                   

ონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
  3. მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი  ან ცნობა;
  4. ავტობიოგრაფია (cv);
  5. ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
  6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 

  ბრძანება პროგრამაზე მიღების გამოცხადების შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა