სტუდენტთა საყურადღებოდ, დაიწყო მობილობის პროცესი

სურათი

გარე მობილობის პროცესი!

 სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან ბსუში მობილობის  წესით  ჩარიცხვის მსურველი  სტუდენტი   ვალდებულია  განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ  პორტალზე  (www.students.emis.ge)  გაიაროს  რეგისტრაცია  2022 წლის 22 აგვისტოდან  - 2022  წლის 7 სექტემბრის  18:00 სთ-მდე და გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) .

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ბსუ- საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, 2022 წლის 12,13 და 14სექტემბრის (18:00-სთ.მდე) ჩათვლით  ბსუ-ს ელექტრონულ მისამართზე chancellery@bsu.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;  

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; 

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;  

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე მობილობის მსურველის თანხმობის ან უარყოფის შესახებ განცხადების რეგიტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია). 

 

გარე მობილობის მსურველბთან, ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება 2022 წლის 19-20 სექტემბერს, 18:00 საათამდე (ნინოშვილის 35, I კორპუსი, ოთახი N19);

საკონტაქტო პირი - 577 44 54 00

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3
  გარე მობილობის განცხადება
  თანხმობის განცხადება
  მობილობაზე უარის განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა