ბსუ-ს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და სტუდენტებთან გამართულ  შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. ვიზიტი მიზნად ისახავდა პოლიტიკურ-სამოქალაქო მხარდაჭერის გამოხატვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა