ბსუ აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე (დანართი 1). დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 22-23 აგვისტოს, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).

        კანდიდატებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • დოქტორანტობის კანდიდატის  განაცხადის ფორმა/სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2).
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • 2 ფოტოსურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
  • მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2022 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი; უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული; შენიშვნა: დასაშვებია დოქტორანტობის კანდიდატის დოკუმენტაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატს ცნობის მიღების მიზნით მიმართული აქვს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ან ბსუ-ს კურსდამთავრებულია. ასეთ შემთხვევებში ბსუ-ს დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ბსუ-ში ჩარიცხვის აქტის გამოცემამდე).“;
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და  სამეცნიერო ხელმძღვანელის (სავარაუდო) თანხმობა (შევსებული დანართი №3-ის  შესაბამისად);
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

 

მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში  (წერითი ფორმით) - (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2  დონის ცოდნა) - 2022  წლის 29 აგვისტო (დაწყების დრო:  1000 საათი,  აუდიტორია 131);

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022 წლის 30 აგვისტო;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2022 წლის 31 აგვისტო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2022  წლის 1 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

მისაღები გამოცდა სპეციალობაში  (ზეპირი) - 2022 წლის 5 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო - 1000 საათი,)

გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2022  წლის 5 სექტემბერი;

საპრეტენზიო განცხადებების  მიღება - 2022  წლის 6 სექტემბერი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით;

საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება -  2022 წლის 7 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება - 2022 წლის 14-15 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამ პირთა მიერ წარმოდგენილი,   დოკუმენტაციისა და პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (არანაკლებ 1000 ლარის) გადახდის ქვითრის წარმოდგენის საფუძველზე.“;  (ბსუ -ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).  (სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: მაგისტრანტობის კანდიდატის სახელი გვარი, პირადი ნომერი, პროგრამა). 

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3
  დანართი 4
  დანართი 5

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა