1-7 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სკოლა - კონფერენცია ფუნქციურ მასალებზე თანამედროვე ტექნოლოგიებში. საერთაშორისო სკოლა -კონფერენცია ხორციელდება 2022 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო პროექტის (MG-ISE-22-330) დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების ორგანიზებით.
საერთაშორისო ღონისძიებაზე კონდენსირებული გარემოს ფიზიკის და მასალათმცოდნეობის დარგში წამყვანი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი იქნება სფეროში უახლესი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევები, ინოვაციები, ფუნდამენტური ასპექტები და გამოყენების პერსპექტივები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის თანამედროვე მეთოდებს. მოწვეული მეცნიერები ახალგაზრდა მეცნიერებს და სტუდენტებს გაუზიარებენ დარგში კარიერის განვითარების შესაძლებლობებს და პერსპექტივებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: https://iscfmmt2022.tsu.ge/
უკან |