ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 18 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - http://vet.emis.ge. აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება (ონლაინ) და გამოცდა (ტესტირება)
პროგრამის განხორციელების ვადები: 01.09.2022-24.09.2022
პროგრამის გავლის მსურველი უნდა ფლობდეს ჩამოთვლილი აკადემიური ხარისხიდან/პროფესიული კვალიფიკაციიდან ერთ-ერთს:
ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით:
- ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი;
- ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი;
- ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი;
- ქიმიური წარმოების სპეციალისტი;
- ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი;
- სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი;
- ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე;
- ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა ელექტორნულ ფოსტაზე: vocational@bsu.edu.ge 2022 წლის 21 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39.
უკან |