ბსუ-ს პირველსემესტრელთა რეგისტრაცია

სურათი

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება 2022 წლის 6 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მათ შორის შაბათს და კვირას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (რეგისტრაციის ადგილი: ბსუ-ს I კორპუსი - ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი), შემდეგი განრიგით:

ა) 2022 წლის 6 სექტემბერი - ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,, ქართული ფილოლოგია“, ,,ისტორია“, ,,ინგლისური ფილოლოგია“, ,,გერმანული ფილოლოგია“, ,,ფრანგული ფილოლოგია“, ,,რუსული ფილოლოგია“, ,,თურქული ფილოლოგია“, ,,ფილოსოფია“, ,,თურქეთისმცოდნეობა“);

ბ) 2022 წლის 7 სექტემბერი - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე  (,,ბიზნესის ადმინისტრირება“ და ,,ეკონომიკა“);

გ) 2022 წლის 8 სექტემბერი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (,,ბიოლოგია“, ,,ეკოლოგია“, ,,გეოგრაფია“, ,,ქიმია“, ,,ფარმაცია“, ,,ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია“, ,,მედიცინა“, ,,სტომატოლოგია“);

დ) 2022 წლის 9 სექტემბერი - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე  (,,მათემატიკა“, ,,ფიზიკა“, ,,კომპიუტერული მეცნიერებები“, ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების“ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა);

ე) 2022 წლის 10  სექტემბერი - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,სამართალმცოდნეობა“, ,,ევროპისმცოდნეობა“, ,,ფსიქოლოგია“, ,,საერთაშორისო ურთიერთობები“, ,,საჯარო მმართველობა“);

ვ) 2022 წლის 11 სექტემბერი - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანთლებლო პროგრამებზე (,,მშენებლობა“, ,,ტელეკომუნიკაცია“,  ,,არქიტექტურა“, ,,აგრონომია“, ,,სასურსათო ტექნოლოგია“);

ზ) 2022 წლის  12 სექტემბერი - ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის ,,ტურიზმის“ საგანმანთლებლო პროგრამაზე.

თ) 2022 წლის 13-14 სექტემბერი - ბსუ-ს ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ზემოთ მითითებულ ვადაში რეგისტრაციის გავლა. 

ბსუ-ში რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს (რეგისტრაციის ადგილი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ.№35, ბსუ-ს I კორპუსი, I სართული, მცირე სპორტული დარბაზი):  

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).

ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;

ზ) არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა (თუკი მშობელი წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტებს, ხოლო სხვა კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა);

თ) ცნობა დასაქმების ადგილიდან - საქართველოს შეიარაღებულ ძალების სამხედრო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი) შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს: აბიტურიენტის დაბადების მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის შვილია;  ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა - თუკი სამხედრო მოსამსახურის მეუღლეა.

 

ბსუ-ში სწავლის უფლების მქონე პირი (პირველსემესტრელი) ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია - გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური  სრულად ან ეტაპობრივად, შემდეგნაირად:

ა)  არანაკლებ 800 ლარი - პირმა, ვისაც არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის უფლება;

ბ) არანაკლებ 340 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 50%-იანი სასწავლო გრანტი;

გ) არანაკლებ 200 ლარი - იმ პირმა, ვისაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი;

დ) არანაკლებ 200 ლარი - იმ პირმა, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი).

 

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289. გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი და გვარი; პირადი ნომერი; ფაკულტეტი; საგანმანათლებლო პროგრამა; პირველი სასწავლო წლის საფასური.

 

შენიშვნა N1:

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების წევრების (მეუღლე, შვილი) განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბსუ-ს აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/სამედიცინო აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე) სწავლის თანადაფინანსება შეიძლება განხორციელდეს ბსუ-ში გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის 30 %-ის ოდენობით, ამ კატეგორიის სტუდენტის მიერ პირველ სემესტრში წარმოდგენილი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (დაბადების მოწმობა, ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობა, ცნობა დასაქმების ადგილიდან და სხვა) საფუძველზე გამოცემული ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

 

შენიშვნა N2:

ბსუ-ში სწავლის საფასურის გადახდისაგან, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების საფასურის ფარგლებში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით თავისუფლდებიან მხოლოდ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც არიან მშობლების მზრუნველობას მოკლებულნი (დედ-მამით ობოლი ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად/გარდაცვლილად აღიარებული მშობლების შვილები). ბრძანება გამოიცემა სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა სტუდენტის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციის ხელმღვანელი უფლებამოსილია ამ კატეგორიის სტუდენტი გაათავისუფლოს ბსუ-ში სწავლის საფასურის გადახდისაგან:

ა) მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასაწყისიდან, თუკი განთავისუფლების ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი არსებობდა ამ სემესტრის დაწყებამდე, თუმცა განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სტუდენტმა საპატიო მიზეზით დააგვიანა  (წარმოადგინა სემესტრის დასრულებამდე);

ბ) მომდევნო სასწავლო სემესტრის დასაწყისიდან, თუკი განთავისუფლების ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში ან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე და სტუდენტმა წარმოადგინა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა სურგულაძე - 593 40 93 98

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 19 სექტემბერს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა