გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-17 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმ სარეგისტრაციო ბლანკზე ხელმოწერით რომელიც წარმოდგენილია სტაჟირების ეროვნული ბიუროს მიერ.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ;
ა) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომელთა GPA არის მინიმუმ 3.0 (ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი);
ბ) მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომელთა GPA არის მინიმუმ 3.0 (ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი);.
გ) კურსადმთავრებულებს, რომლებმაც სწავლა დაასრულეს მაქსიმუმ 2 წლის წინ და მათი GPA იყო მინიმუმ 3.0.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ განცხადება (კანცელარიული წესით), უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, სტუდენტური პორტალის საშუალებით.
განცხადებაში უნდა იყოს აღნიშნული, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში. განცხადებას თან უნდა დაურთოს საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის სპეციალური შევსებული ბლანკი და ნიშნების ფურცელი. ან მობრძანდნენ უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ოფისში და წარმოადგინონ სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) და ხელმოწერით დაადასტურონ სურვილი სტაჟირების ეროვნულ პროგრამაში ჩართულობის შესახებ.
რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის, სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილებას. ტელ. 593 40 93 98
შესავსები ბლანკიუკან |