ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყება 2022 წლის 19 სექტემბერს (საფუძველი: ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2022 წლის 29 ივლისის №06-01/55 დადგენილება). 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია ან/და ცვლილებების შეტანა უნდა დასრულდეს 2022 წლის 18 სექტემბერს.
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის განისაზღვრა ადმინისტრაციული რეგისტრაციის - სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის ვადები (საფუძველი: ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 5 აგვისტოს N01-02/196 ბრძანებით):
I ეტაპზე - 2022 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 40%;
II ეტაპზე– 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%;
III ეტაპზე– 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით - სემესტრული სწავლის საფასურის არანაკლებ 30%.
გასული სემესტრების სწავლის საფასურის დავალიანების მქონე ბსუ-ს სტუდენტებმა უმოკლეს ვადაში/ახალი სასწავლო წლის აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე უნდა დაფარონ სწავლის საფასურის არსებული დავალიანება.
ბსუ-ს სასწავლო პროცესის აკადემიურ კალენდარის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებს და ,,სტუდენტთა გზამკვლევს“- ბსუ-ს რეგულაციების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე bsu.edu.ge (ველში - ,,სწავლა“, ,,აკადემიური კალენდარი“, სტუდენტთა გზამკვლევი“).
უკან |