ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველკურსელებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს  სწავლის პირობებისა და სტუდენტური სერვისების შესახებ. 2022-2023 სასწავლო წლისთვის ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხა. საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და შეადგენს 98,6 %-ს. 156%-ით მოიმატა ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე აბიტურიენტთა რიცხვმა.

სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ ბსუ-ში ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტს ლელა მახარაძეს პრემია გადასცა 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ბანკის რეგიონულმა წარომადგენელმა დავით ბერიძემ ბანკის სახელით 100%-იანი გრანტის მფლობელებს ერთჯერადი სტიპენდიის სახით 300-ლარიანი ვაუჩერი.

ბსუ-ს ათი მოთხოვნადი პროგრამაა: ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართალმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, სტომატოლოგია,  საჯარო მმართველობა და ეკონომიკა.

უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს, მათ  შორის 500-მდე უცხოელი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა