მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა (აპლიკანტთა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2022 წლის 22 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, ბსუ-ს პირველ კორპუსში, მცირე სპორტულ დარბაზში, 10:00 სთ-დან 17:00 საათამდე.

აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება და ანკეტა (შევსებული დანართი 1-ის და დანართი 2-ის შესაბამისად); ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც 2022 წელს ჩააბარეს საგნის გამოცდა);

დ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ასლი (2022 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ);

ე) ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე;

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

მისაღები გამოცდა ჩატარდეს წერითი ფორმით (დანართი 3) 2022 წლის 30 სექტემბერს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში (ბათუმი, ფიროსმანის ქ.12).

გამოცდის დაწყების დრო ცვლების მიხედვით ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობოს აპლიკანტებს 29 სექტემბერს.

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა