მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აპლიკანტთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საუნივერსიტეტო  გამოცდის შედეგების მიხედვით პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვა 62-მა აპლიკანტმა (იხ. შედეგები).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის #111/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:

  • აპლიკანტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპლიკანტის ჩარიცხვა ფორმდება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აპლიკანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

შენიშვნა: პირი, რომელსაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოში, ლიკვიდირებულ (ან საქმიანობაშეწყვეტილ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უცხოეთში,  ვალდებულია წარმოადგინოს დიპლომის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაიცემა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის No112/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესით“ განისაზღვრება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ მოდულზე სასწავლო გრანტის  მისანიჭებელი (დაფინანსებული) ადგილების რაოდენობა, ამავე წესის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული,  აუთვისებელი გრანტის მისანიჭებელი  ადგილების რაოდენობა გადაანაწილოს სხვა მოდულებზე.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 05 ოქტომბერს 10.00 საათიდან 17.00 საათამდე,  შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ნინოშვილის №35,  ბსუ-ს  პირველი კორპუსი, მცირე სპორტული დარბაზი.                                

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული ადგილების საერთო რაოდენობის ფარგლებში აუთვისებელი ადგილები გადაანაწილოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.“.

  აპლიკანტები
  ბრძანება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა