(სხდომის ჩატარების დრო: 14 სთ.)
1. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძისთვის ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ.
(მომხს.: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანი, პროფ. ნათია წიკლაშვილი)
2. პროფესორ ეთერ ხარაიშვილისთვის ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ.
(მომხს.: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
დეკანი, პროფ. ნათია წიკლაშვილი)
3. 2022-2023 სასწავლო წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მიმღები ბსუ-ს სტუდენტთა კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ.
(მომხს.: სასწავლო პროცესის დეპარტამენტის უფროსი მერაბ დიასამიძე)
4. ბსუ-ს ზოგიერთი ფაკულტეტის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის აკადემიურ (სამუშაო) დატვირთვებში საგამონაკლისო დაშვების შესახებ.
(მომხს-ები: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მარინა ქორიძე;
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის
დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე;
ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიზო ფარცხალაძე)
5. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „განათლების ადმინისტრირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის
დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე)
6. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
(მომხს.: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის
დეკანი, პროფ. ლელა თურმანიძე)
7. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტინჟინერიის“ მოდიფიცირებული სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ.
(მომხს.: ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიზო ფარცხალაძე)
8. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 31 მაისის № 70 დადგენილებით დამტკიცებულ ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ.
(მომხს.: იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფ. ლევან ჯაყელი)
მიმდინარე საკითხები.
უკან |