ბსუ-ს სტუდენტი დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, დიეგო ჩხიკვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. დიეგო ჩხიკვაძემ ბერძნულ-რომაულ სტილში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, კოლუმბიელი ხულიან ასევადო 3-1 ანგარიშით დამარცხა და მედალს დაეუფლა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 101 ქულით გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა. 

მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გაიმართა და მასში 26 ქვეყნის 260-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ბსუ დიეგო ჩხიკვაძეს ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა