- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო 2022 წლის 31 ოქტომბერს აცხადებს ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს.
- კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 01 დეკემბრიდან 07 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13).
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2022 წლის 09 დეკემბერს (კენჭისყრის დღე) 10:00 საათიდან 17: 00 საათამდე პერიოდში 41-ე აუდიტორიაში.
- ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია (კანდიდატად რეგისტრაცია) ამავე ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
- კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე დასაქმების შესახებ;
ვ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).
უკან |