მემორანდუმი უნგრეთის უნივერსიტეტთან

სურათი

28 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ იშტვან საბომ.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ორ უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, სტუდენტთა და პერსონალის ურთიერთგაცვლა და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონია ჩატარდა  საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა ქ. ბუდაპეშტში 2022 წლის 26-28 ოქტომბერს, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა